მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი „ტაორმინას“ კინოფესტივალს დაესწრნენ. 60 წლის მონიკა და 66 წლის ტიმი სიცილიაზე რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდნენ.
წითელ ხალიჩაზე ბელუჩი შავ, გრძელ ნახევრად გამჭვირვალე, მაქმანებიანი კაბით იყო წარმოდგენილი, ტიმს კი შავი, კლასიკური კოსტიუმი და კოპლებიანი პერანგი ეცვა.
შეგახსენებთ, მონიკა და ტიმი ერთმანეთს 2022 წლიდან ხვდებიან.
ქერა მონიკა ბელუჩი „ბალენსიაგას“ კაბითა და „კარტიეს“ ბრილიანტის ყელსაბამით ბრწყინავს




