„ვულოცავ ჩემს შესანიშნავ მოსწავლეს Elmina Hasan-ს პლასიდო დომინგოს კონკურს Operalia-ზე ღირსეულ გამარჯვებას!!“, – ამის შესახებ ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს და კადრებს გვიზიარებს, რომლებზეც ელმინას ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ასახული.
თამარ ივერი ელმინას წარმატებას ულოცავს და წერს, რომ ამაყობს მისით.
🏆2 ადგილი
🏆სარსუელას პრიზი
🏆პუბლიკის სიმპათიის და ROLEX ის პრიზი-მისი შვეიცარიული საათი.
🏆24 წლის ასაკში სამ,დიდ საერთაშორისო კონკურსზე გრანპრი, 1 ადგილი და ახლა ეს წარმატება!!
🏆ვარსკვლავი დაიბადა!
უკვე თავად პლასიდო დომინგოს აგენტმაც აიყვანა თანამშრომლობისთვის და ეს კონკურსიც დიდი ტრამპლინი იქნება მის ცხოვრებაში!
ვულოცავ გულით და ვამაყობ!! 🙏🏻🙏🏻🙏🏻💪🏼💪🏼💪🏼✊🏼✊🏼✊🏼✊🏼
ასევე, დიდი მადლობა Tamar Sanikidze ს ელმინას გვერდში დგომისა და მაღალპროფესიონალური აკომპანემენტისთვის.ვულოცავ მასაც!“, – წერს თამარ ივერი.