კომპანია Volkswagen-მა ელექტრონული უნივერსალი ID.7 Tourer წარადგინა. მოდელი ევროპულ ბაზარზე 2024 წლიდან გამოვა და ბევრ რამეში, მონათესავე ლიფტბეკს ID.7-ს ემსგავსება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიახლე ელექტრონულ ძრავას APP550-ს მიიღებს, ხოლო 91 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტი 700 კილომეტრიან სვლის მარაგს უზრუნველყოფს.
ID.7 Tourer ელექტრონული ასისტენტების ნაკრებსაც მიიღებს, რაც ავტომატურ პარკინგს, წინა მანევრების დამახსოვრების ფუნქციით გულისხმობს. ავტომობილს ექნება ნახევრად ავტოპილოტიც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, რათა მანქანა მართოს ისეთ ადგილებში, სადაც საგზაო მონიშვნები არ არის.