LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა ქალმა ტრამვაიზე იქორწინა – უცნაური ისტორია სტრასბურგიდან

128
ქირიას NEWS შაბლონი

საფრანგეთში მცხოვრებმა ქალმა, სანდრა რამმა, უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო – ის სტრასბურგის ტრამვაიზე დაქორწინდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Star წერს.

ქალის თქმით, ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, როდესაც მან ნახა ფილმი Jumbo, სადაც მთავარი გმირი ატრაქციონზეა შეყვარებული. ცოტა ხანში, მისი თქმით, შეხვდა ტრამვაის №3013-ს და მასთან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო. სანდრა იხსენებს, რომ ტრამვაისთან „საუბრის“ შემდეგ, მემანქანის კაბინაში უცნაური სინათლე დაინახა, რაც საბოლოოდ მისი გრძნობების გაღრმავების მიზეზი გახდა.

ქალი ამტკიცებს, რომ მოგვიანებით ტრამვაისთან ინტიმური კავშირიც ჰქონდა, თუმცა ამის გამო გარკვეულ უხერხულობას გრძნობდა. 2024 წელს კი, დეპოს ნებართვით, მან ოფიციალურად „იქორწინა“ ტრამვაიზე. მცირე ცერემონია საბოლოო გაჩერებაზე გაიმართა.

ამასთან, 44 წლის სანდრას ჰყავს პარტნიორიც – მამაკაცი სახელად თომასი. მისი თქმით, ისინი სამნი ერთად ცხოვრობენ და „ტრიოს“ წარმოადგენენ.

მედიის ინფორმაციით, სანდრას ბავშვობიდან აღენიშნებოდა იშვიათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა – ობიექტოფილია, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერი ემოციური კავშირი უყალიბდება უსულო საგნების მიმართ. თავად ქალი ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა, მისი გრძნობები რეალურია და არ ნიშნავს, რომ ის „გიჟია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები