LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაღებაზე დამირეკეს, ცუდად არისო. ერთი საათი სახლში ვერ მივედი საცობების გამო. 10 წუთის გარდაცვლილი დამხვდა…“ – რას დაუბარებს შვილებს ნუგზარ რუხაძე

9942
cad261e0-42c5-46f6-ace4-87dc8afe063b

ნუგზარ რუხაძე, რომელსაც ახლახან მეუღლე უკანასკნელ გზაზე გააცილა, მის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საინტერესოდ საუბრობს. ცნობილი ჟურნალისტის მეუღლე ნინა მოსკოველი რუსი იყო, რომელიც იქ დაიბადა და გაიზარდა. ის მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი იყო. „ეს იყო ქალი, რომელიც საქართველოზე სიგიჟემდე გახლდათ შეყვარებული“, დასძენს რუხაძე.

ნუგზარ რუხაძე ჟურნალთან აღნიშნავს, რომ მეუღლეს უკანასკნელი – კრემაციის სურვილი შეუსრულა და მისი ფერფლი ფუნიკულიორის მიღმა გაფანტა.

„კრემაცია როსტოვში გაუკეთდა. თბილისში, სახლში გარდაიცვალა. როსტოვში წაიყვანა სპეციალურმა სამსახურმა და 4 დღის შემდეგ მივიღეთ ფერფლი. ძალიან ლამაზ ქილებში და ჩანთაში იყო მოთავსებული. 25 დეკემბერს გარდაიცვალა და 3 იანვარს ჩავატარეთ ეს ცერემონიალი.

გადაღებაზე დამირეკეს, ცუდად არისო. ერთი საათი სახლში ვერ მივედი საცობების გამო. 10 წუთის გარდაცვლილი დამხვდა. კეთილი და საყვარელი ადამიანი, ვინც უვლიდა, მან განიცადა საშინელი შოკი, ამ ყველაფერს რომ უყურა…“

ნუგზარ რუხაძე ჟურნალისტთან საუბრისას დარწმუნებულია, რომ ამ სტატიას დიდი კამათი მოჰყვება, რადგან მან ცოლის უკანასკნელი სურვილი კრემაციასთან დაკავშირებით შეასრულა, მაგრამ ამბობს, რომ თავადაც იგივე სურვილი აქვს:

„მე გავაკეთე ის, რაც თავად მას უნდოდა. უფრო მეტს გეტყვით – მეც ასე მინდა. იცით, რატომ? მინდა, სითბოსა და ღუმელში და არ მინდა მიწაში, სიცივეში… ჩემს შვილებს ვუბარებ, რომ კრემაცია გამიკეთონ, არ შემინახონ და არ დამკრძალონ, გაფანტონ ჩემი ფერფლი. ძალიან ბევრ ადამიანს სურს კრემაცია. აბა, ის არის კარგი, მთელი საქართველო მოფენილი რომ არის სასაფლაოებით?! მიწა აღარ გვაქვს სასაფლაოებისთვის. ამავე დროს, სასაფლაოებზე კაპიტალური მშენებლობები მიმდინარეობს. ეს არის სწორი?! არ მიმაჩნია ეს ამბავი ნორმალურად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g