13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დედაქალაქის მერიასთან დაორგანიზებულ საპროტესტო აქციებს კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქციებს აანონსებენ
აქციის მონაწილეების მოთხოვნამ, დედაქალაქის მერმა აიღოს პასუხისმგებლობა ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები გამოიწვია.
დაანონსებულ აქციას, მომღერალი, თემურ თათარაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ჰეშტეგით – #არუნდაგადადგე კახი.
„უამრავი მეგობარი მყავს არათბილისელი და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხვალ იმ მიტინგზე გადაუმოწმონ მომიტინგეებს საბუთი და ნახონ რამდენი არათბილისელი ითხოვს თბილისის მერის გადადგომას. რა უფლებით?“, – დაწერა თემურ თათარაშვილმა გუშინ,16 ოქტომბერს, დღეს მერიასთან დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები მერიასთან დილის 9 საათზე შეიკრიბნენ.
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია იმართება
ორგანიზატორების განცხადებით, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია.
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე
აღნიშნული პოსტი მომღერალმა „ფეისბუკ“ გვერდიდან წაშალა, თუმცა მალევე ახალი პოსტი განათავსა, სადაც პოსტის წაშლის მიზეზი განმარტა:
„გუშინ დავწერე რომ ბევრი მყავს არა თბილისელი მეგობარი და ყველა მიყვარს. ატყდა ამბავი არა თბილისელებს შეურაცხყოფას გვაყენებს თათარაშვილიო? წაკითხულიდან თუ ვერ გამოგაქვთ აზრი გაატარეთ და ნუ იგესლებით !“, – წერს თემურ თათარაშვილი.
ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა