LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

107
BeFunky-collage (10)

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 000-ზე მეტი დაშავდა.

გაერო მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ფიქსირდება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 3 აპრილის რუსულ აგრესიას უკრაინაში 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია, ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას

ცნობისთვის, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ – აშშ-ში რუსეთის ელჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები