LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაითვალისწინეთ, მზის ძალიან მაღალი აქტივობაა და დამცავი საშუალებების გარეშე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას“ – რას წერს მეტეოროლოგი მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურაზე

221
BeFunky-collage (1)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო დღეებში მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სუბტროპიკული ანტიციკლონი ამინდზე დიდ გავლენას მოახდენს.

„მომდენო დღეების ამინდზე სუბტროპიკული ანტიციკლონი მოახდენს დიდ გავლენას, ამიტომ სიცხე „რეალური“ იქნება.

საქართველოში ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კვირის განმავლობაში +30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა პროგნოზირებული.

სიცხის ტალღა კულმინაციას ხუთშაბათს – პარასკევს, 10-11 ივლისს მიაღწევს. გათვლებით, ტემპერატურამ შესაძლოა დასავლეთის დაბლობზე +36…+38 გრადუსს მიაღწიოს, აღმოსავლეთის ბარში +32…+34 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო სანაპირო კურორტებზე +33…+35 გრადუსი.

ასე, რომ უახლოეს დღეებში ამინდი ცხელი და ძირითადად მშრალი იქნება, მხოლოდ მთიან ზონაში შესაძლოა ლოკალიზდეს ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი.

ასევე გაითვალისწინეთ, მზის ძალიან მაღალი აქტივობა და დამცავი საშუალებების გარეშე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას“, – წერს მეტეოროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g