LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამარჯვება! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის…“ – ილია თოფურია UFC-ში ძმის სადებიუტო ბრძოლაში წარმატების შემდეგ საზოგადოებას გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ებს უზიარებს

124
ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა, მილოცვები არ წყდება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებულ ქართველს მიულოცა, მისი ძმა, ილია თოფურია იყო.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, ბრძოლის დროს ძმას ეხმარებოდა.

ილიამ გამარჯვების ემოციები საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარა:

„გამარჯვება!!! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის“, – წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში, UFC-ში ძმის, ალექსანდრე თოფურიას სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g