LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ“ – „თბილისის მერიის“ თანამშრომელი მარიამ კანდელაკი

479
მარიამ კანდელაკი

თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან შტატის შემცირების გამო გაათავისუფლეს. აღნიშნულს მარიამი იმას უკავშირებს, რომ „უსამართლობის მიმართ ბრმა არასდროს ყოფილა“.

„გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო.

რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში.

8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს.

გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა.

რა თქმა უნდა არა.

რატომ გამიშვეს?!

გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ.

არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი.

გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის.

გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის.

გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის.

გამიშვეს იმისთვის რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!

ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად.

ვერ მაიძულებ გაჩერებას!

არ დავიღლები ამ ბრძოლაში.

მიყვარხართ ყველა ❤️ “, – წერს მარიამ კანდელაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g