LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდილი მძღოლები მზად არიან პირად ავტომობილზე უარი თქვან

28

მძღოლთა 46% მზადაა, რომ უპილოტო ტაქსების სასარგებლოდ საკუთარ ავტომობილზე უარი თქვას.

გერმანული კვლევითი ორგანიზაციის Roland Berger-ის სპეციალისტებმა 10 სხვადასხვა ქვეყანაში – ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და შტატებში მცხოვრები 1000 ავტომოყვარული გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მეგაპოლისების წარმომადგენლები საკუთარ ავტომობილზე უარს ძალიან დიდი სიამოვნებით იტყოდნენ.

გამოცდილი მძღოლები მზად არიან, რომ უპილოტო ტაქსის გამოყენება დაიწყონ, მითუმეტეს, თუკი ეს მათ ბიუჯეტზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ელექტრომობილების თემითაც დაინტერესდნენ და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 37% ელექტრომობილებით ძალიანაა დაინტერესებული და მათ შეძენაზე უარს არ იტყოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები