დეკემბერში, გილერმო დელ ტოროს საშინელებათა ფილმის, „კოშმარების მდელოს“ პრემიერა შედგება.
„ის საშინლად ქარიზმატული და ლამაზია“ – ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან რომანზე პირველად ალაპარაკდა
რამდენიმე საათის წინ ფილმის პირველი თრეილერიც გავრცელდა. ფილმში მთავარ როლებს ბრედლი კუპერი, ტონი კოლეტი და ქეით ბლანშეტი ასრულებენ. ცნობისთვის, კუპერი ექსტრასენსის როლში მოგვევლინება.
ერთ-ერთ სცენაში ბრედლი ტონის ვნებიანად კოცნის. თრეილერმა ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ეს ბუნებრივია, მისი რეჟისორი ხომ მრავალი ჯილდოს მფლობელი გილერმო ელ ტოროა.