2019 წელს გამოსულმა ფილმმა „ვარსკვლავის დაბადება“ კინოსამყარო თავდაყირა დააყენა. მთავარი როლების შემსრულებლებს, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერს კი „ოსკარის“ ჯილდო მოუტანა. სწორედ 2019 წელს დაშორდნენ ერთმანეთს ბრედლი და ირინა შეიკი და დღემდე საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ლედი გაგაა, რადგან მან ბრედლი უბრალოდ მოაჯადოვა.
ცოტა ხნის წინ 46 წლის კუპერმა The Hollywood Reporter-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის სასცენო პარტნიორზე საოცრად აღფრთოვანებული საუბრობდა, მისი განცხადებით, ლედი გაგა ძალიან ნიჭიერი მსახიობი და მომღერალია, მათი ურთიერთობა კი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა, სცენაზე დატრიალებული „ქიმია“ კი მხოლოდ როლის გაგრძელება იყო. ამ სიტყვებით კუპერმა ფაქტობრივად ლედი გაგასთან რომანი უარყო, თუმცა თბილი სიტყვები ნამდვილად არ დაიშურა.
„ლედი გაგა საშინლად ქარიზმატული და ლამაზია“, – აცხადებს მსახიობი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ირინა შეიკთან ნიუ-იორკის ქეჩებში გამოჩნდა.
ფოტო: კვლავ ერთად – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად გადაიღეს