LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიჭირეს! – ტიმოთი შალამე კაილი ჯენერს ანამარია ვარტოლომეისთან ღალატობს? – პაპარაცული ფოტოები

1274
page

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ამბავს, თითქოს მსახიობი ტიმოთი შალამე შეყვარებულს, კაილი ჯენერს, ღალატობს. ამის მიზეზი გახდა შალამეს გამოჩენა პარიზში, 26 წლის მსახიობ, ანამარია ვარტოლომეისთან ერთად.

პაპარაცებმა შალამე და ვარტოლომეი Blanche-დან გამოსვლისას გადაიღეს, როდესაც ისინი სავახშმოდ მიემართებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები მარტო არ იყვნენ და მათთან ერთად იმყოფებოდნენ ფილმის „მარტი დიდებული“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და მეგობრები, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ მათ შორის შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა არსებობდეს.

ეჭვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც შალამე და ვარტოლომეი კამერების შემჩნევის შემდეგ დაიბნენ და ცდილობდნენ, ფოტოგრაფებს დამალვოდნენ.

ცნობისთვის, ანამარია ვარტოლომეი ფრანგულ-რუმინული წარმოშობის მსახიობია. კინოში მისი დებიუტი 11 წლის ასაკში, ფილმში, „ჩემი პატარა პრინცესა“ შედგა. იგი ცნობილია როლებით ფილმებში: „გრაფ მონტე-კრისტო“, „მიკი 17“ და „მარია ჰოფნა“.

შეგახსენებთ, რომ „ოსკარის“ ნომინანტი ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი ურთიერთობაში უკვე სამი წელია არიან. ცოტა ხნის წინ შალამემ განაცხადა, რომ ქორწრინებისთვის უკვე მზადაა.

„როგორ ფიქრობ, ოდესმე დაქორწინდები?“ – უხერხული შეკითხვა და ტიმოთი შალმეს პასუხი

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები