საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი ზაქრო მათიაშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე წევრი იყო.
ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვარი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან ?
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში“. – წერს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურ ქსელში.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც…
Posted by Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება on Friday, January 20, 2023
ამავე თემაზე:
თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა
ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა