LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუთვალისწინებელი ინციდენტია. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე“ – მდინარაძე „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

204
2024-12-07_23-11-06_200735

„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია ესე უბრალოდ და ვგმობ კი არა, არის ამორალური და არის ამაზრზენი“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის და მიმართა შესაბამის ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ყველაფერი.

„მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ეხლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ. ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ეხლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით გონია, რომ რაღაცა ვითომ ან ოცნებისკენ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შედეგს გეტყვით ეხლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ ძალადობა – ძალადობა, ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიციირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს. მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაცა ისეთის გაკეთებულია რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე,  რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g