LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely-მ ახალი Okavango გასაყიდად გამოიტანა – ცნობილია ფასები

103
347643252951194

Geely-მ წარმოადგინა და ჩინეთში გასაყიდად გაიტანა განახლებული კროსოვერი Haoyue L, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Okavango სახელით არის ცნობილი. მისი ფასი ჩინეთში (14,100 – 18,300 დოლარი). 

რა შეიცვალა მოდელში
Geely-ის აზრით, ფასის შემცირების მთავარი მიზეზი ახალი 5 სკამიანი ვერსიის გამოჩენა გახდა. სიახლეს აქვს:

1.5 ლიტრიანი ძრავი, 181 ცხენის ძალით;
7 საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი;
მხოლოდ წინა წამყვანი;
ასევე ხელმისაწვდომია 6 და 7 ადგილიანი ვარიაციები;
მანამდე Okavango მხოლოდ 2.0 ლიტრიანი ძრავით იყო ხელმისაწვდომი.

გარეგნული ცვლილებები
განახლებული Haoyue L მიიღებს:

უფრო მცირე, თანამედროვე სტილის რადიატორის ბადეს, უკვე ქრომის გარეშე
ახალ, უფრო აგრესიულ წინა ბამპერს დიდი ჰაერგამტარით
ოდნავ გაზრდილ გაბარიტებს
რაც შეეხება სალონს და ტექნოლოგიებს
სალონში დაემატა:

ციფრული პანელი
14.6 დუიმიანი დიდი სენსორული ეკრანი
ახალი, დახვეწილი დიზაინის სავარძლები
განახლებათა პაკეტში შედის:

ადაპტიური კრუიზ-კონტროლი
პანორამული კამერები
ბრმა ზონების მონიტორინგი
ზოლის შენარჩუნების ასისტენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები