LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა თავისი Tesla გონებადაკარგული მძღოლის გადასარჩენად გაწირა

89

გერმანიაში Tesla Model S-ის მძღოლმა სხვა მძღოლი გადაარჩინა, რომელმაც მართვისას გონება დაკარგა. როგორც გამოცემა Muenchner Merkur წერს, 41 წლის მანფრედ კიკმა საკუთარი ავტომობილით მართვა დაკარგული Volkswagen Passat-ი შეაჩერა. ფაქტის გახმაურების შემდეგ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პატივისცემის ნიშნად ელქტრომობილის რემონტი უფასოდ შესთავაზა.

მართვისას კიკმა შეამჩნია, რომ წინ მიმავალი Volkswagen Passat უცნაურად იქცეოდა, მას შემდეგ რაც ავტომობილს გაუთანაბრდა, შენიშნა რომ მძღოლი უგონოდ იყო. გერმანელმა Passat-ს გაასწრო, მის წინ გადაეწყო და დაამუხრუჭა – ასე ნელ-ნელა მართვა დაკარგული ავტომობილიც შეაჩერა. ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა 47 წლის მამაკაცი გადმოიყვანა, რომელმაც სავარაუდოდ ინსულტი გადაიტანა. მაშველებმა აღნიშნეს, რომ უნივერსალის მძღოლის სიცოცხლე სწორედ ”ტესლას” მძღოლის სწრაფმა რეაქციამ იხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები