LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა წყვილმა ნაძვის ხეების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

80
165468

გერმანიაში ახალი წლის მოყვარულმა წყვილმა დღესასწაული 444 ნაძვის ხით აღნიშნა. ეს კი ახალი მსოფლიო რეკორდია.
ტომას და სიუზანა ერმონიბენი მომზადებას ერთი თვით ადრე იწყებენ და ახალი წლის დადგომას ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ ხოლმე.

წელს მათ გადაწყვიტეს, ნამდვილი საოცრება მოეწყოთ. 444 ხის მოსართავად 10 ათასი სათამაშო და 300 გირლანდა გამოიყენეს, თანაც ყველა ნაძვი განსხვავებულად გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ ნაძვის ხეების წინა მსოფლიო რეკორდიც ამავე წყვილს ეკუთვნოდა, შარშან მათ სახლში 420 ულამაზესი ხე იდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები