LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ძველი ტექნიკის შესაკეთებლად ფულს დაარიგებენ

70
stephen-monterroso-cwcpv-vkfy4-unsplash

გერმანიაში გადაწყვიტეს, რომ 100-100 ევრო მისცენ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ახალი გაჯეტის შეძენის ნაცვლად ძველის შეკეთებას გადაწყვეტს. ამ ფულით, სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილის ან სრული ღირებულების დაფარვა იქნება შესაძლებელი.

ნივთის გაფუჭების შემდეგ ბევრი მომხმარებელი ძველი მოწყობილობის გადაგდებას ამჯობინებს, რითაც ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. ასეთი ნარჩენების გადამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია და მათი უტილიზაციის შემთხვევაში გარემოში დიდი რაოდენობით მავნე გამონაბოლქვი გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პროგრამის დამსახურებით ავსტრიაში 2 თვის განმავლობაში 4 ათასამდე საოჯახო მოწყობილობა გადაარჩინეს.

ამასობაში ევროპამ „მწვანე კურსი“ დააანონსა და მისი მიზანი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაა, სასურველი შედეგის მიღება კი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ნივთების გამოყენების ვადის გაზრდითაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები