LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში შექმნეს დრონი, რომელსაც ადამიანების გადაყვანა შეუძლია

72
volocity-front-3840x1680-scaled-1

გერმანელმა ინჟინრებმა ინოვაციური დრონის პირველი ცდები წარმატებით დაასრულეს. აპარატს ჰაერში 600 კილოგრამამდე წონის ტვირთის აწევა შეუძლია, ეს მაშინ, როცა არსებული დრონების ლიმიტი 300 კილოგრამით შემოიფარგლება.

პროექტის ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, ახალ საფრენ აპარატს მცირე ზომის თვითმფრინავების ჩანაცვლება და საჰაერო ტაქსის ფუნქციების შესრულება შეეძლება.

დრონს 22 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ასვლა და დასაწყისისთვის 40 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. აპარატი ავტონომიურად გადაადგილდება და წინასწარ დაპროგრამებულ მარშრუტს გადის. დასამუხტად ელექტროენერგიას იყენებს.

ტვირთისა და მგზავრებისთვის კაბინა კომფორტულადაა განთავსებული და აპარატი უსაფრთხოდ დაფრინავს, მაშინაც კი, როდესაც ხილვადობა ძალიან ცუდია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დრონი თავისი მოვალეობების შესრულებას 2-3 წელში შეუდგება, მანამდე კი მგზავრებთან ერთად არაერთ ტესტირებას გაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები