მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ, Editorial Espasa, რომელიც ისევე, როგორც სხვა მრავალი დიდი გამომცემლობა, Grupo Planeta-ს ეკუთვნის, გიორგი კეკელიძის წიგნი „დედადაილია“ ესპანურ ენაზე გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ – Editorial Espasa – მ #დედადაილია ესპანურად გამოსცა.
გამომცემლობა უდიდეს ესპანურენოვან ჰოლდინგს, Grupo Planeta – ს ეკუთვნის და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
შესაბამისად ერთი ქალის ისტორია – ისტორია სისხლის, დევნის, ოკუპაციის, ჭუბერის ჯოჯოხეთის, ემიგრაციის, არდანებებისა და გამარჯვების უამრავი მკითხველს მისწვდება“, – წერს გიორგი კეკელიძე.
