LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი სიხარულიძე: „ყველაზე დიდ მარცხად ჩემი შვილისა და მეუღლის გარდაცვალება მიმაჩნია…“

555
გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე ჟურნალ „თბილისელების“ ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

ძალიან ხშირად ვტირი. ბოლო ხანებში სულ ცრემლები მომდის. ჩემი ქვეყანა რითიც ტრაბახობდა, რაც იყო ჩვენთვის საამაყო და პრიორიტეტი, დღეს აღარ არსებობს. ჩვენთან იზრდებოდნენ ნამდვილი ვაჟკაცები და ნამდვილი ქალები, მაგრამ დღეს ეს წაიშალა, გაქრა. ჩვენ აღარაფერი ვართ. დღეს მხოლოდ, დიდი, ზღაპრული მოგონების ცუდი ვარიანტი ვართ. ამას ძალიან განვიცდი.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

უამრავი რამ მაქვს გაკეთებული ისეთი, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ძალიან მრცხვენია იმ საქციელების, მაგრამ ადამიანი ვარ და ადამიანის ბუნება ასეთია, ჩვენ შეცდომებით ვცხოვრობთ. ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. უამრავჯერ მომიხდია ბოდიში. იმდენი კაცობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარ დანაშაულს მიხვდე, აღიარო და ბოდიშიც მოიხადო. ეს, უპირველეს ყოვლისა, შენს სულიერ მდგომარეობას მოუხდება და არა მას, ვისაც ბოდიშს მოუხდი.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად ცხოვრებაში?

ყველაზე დიდ მარცხად ჩემი შვილისა და მეუღლის გარდაცვალება მიმაჩნია. ყველაზე დიდ გამარჯვებად – მწერლობის ნიჭი, რომელიც ღმერთმა მიბოძა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები