მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ წერს.
როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკის სტიპენდიატი ლევან ანწუხელიძისა და მისი დისთვის ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საზაფხულო სიურპრიზი აქვს:
„დღეს ლევან ანწუხელიძე გვესტუმრა – გმირი მამის ძალიან ღირსეული შვილი. ლევანი ჩვენი სტიპენდიატი და მომავალი კალათბურთელია. ამ წიგნზე კი მალე ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიც ექნება.
ლევანისთვის და მისი დისთვის, ანასთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი საზაფხულო სიურპრიზი გვაქვს, თუმცა მისი საჯაროდ გამხელა ამ ამბის მხარდამჭერმა არ ისურვა და დავტოვოთ ჩვენც ასე“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დღეს ლევან ანწუხელიძე გვესტუმრა – გმირი მამის ძალიან ღირსეული შვილი. ლევანი ჩვენი სტიპენდიატი და მომავალი კალათბურთელია. ამ წიგნზე კი მალე ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიც ექნება.
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ორშაბათი, 12 ივნისი, 2023