LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალები გამოავლინა

152

კომპანია Google-მა 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალები გამოავლინა. ფილმების რეიტინგის პირველ ადგილზე საშინელებათა ჟანრის ფილმი „ის“ იმყოფება, მეორეს კი „საოცრება-ქალი“ იკავებს.

მას მოჰყვებიან „მზეთუნახავი და ურჩხული“, „ლიგანი“ და „სამართლიანობის ლიგა“.

რაც შეეხება სერიალებს, პირველი ადგილი აქ „უცნაურმა ამბებმა“ დაიკავა. საუკეთესო ხუთეულში კი „13 მიზეზი რატომ“, „დიდი ძმა“, „სამეფო კარის თამაშები“ და „რკინის მუშტი“ მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები