40 წლის დავითს დაუდგინდა პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე (კარცინომა), 2-ე სტადია. ოჯახის ინფორმაციით, ის მკურნალობას ამჟამად თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადის.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დავითს უკვე გაუკეთდა პირველი ქიმიოთერაპია – მიმდინარეობს მკურნალობის ეტაპი, რომლისთვისაც დამატებით კიდევ 5 ქიმიოთერაპიაა საჭირო.
ოჯახი აცხადებს, რომ ოპერაციის მომზადება და მთელი მკურნალობა დიდ ფინანსურ წნეხს ქმნის, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ოჯახს ხარჯებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. ოჯახს მკურნალობის გასაგრძელებლად სჭირდება 15 500 აშშ დოლარი.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„40 წლის დავითი განსაცდელშიაცოტა ხნის წინ დაუდგინდა პანკრიასის ავთვისებიანი სიმსივნე (კარცენომა) მე 2 სტადია.
დიდხანს ვყოყმანობდით, საზოგადოების დახმარება გვეთხოვა-თუ არა, მაგრამ იმდენად რთული ვითარებაა, რომ სხვა გზა აღარ დაგვრჩა, გარდა თქვენი გვერდში დგომისა და დახმარების
იქნებ შეძლოთ და დავითს გავუწოდოთ დახმარების ხელი. ჯანმრთელი ცხოვრების შანსი კი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა
თურქეთში აჯიბადემის კლინიკაში. 13 სექტემბერს ჩაუდგეს პორტი. დღეს გაუკეთდა პირველი ქიმიოთერაპია.
ამ ეტაპისთვის საჭიროა დამატევით კიდევ 5 ქიმიოთერაპია. ასევე სტენდირება, რადგან ნაღვლის სადნარი ჩაიკეტა.( სტენდირებით მოხდება ნაღვლის კუჭში ჩადინება).
სანამ ოპერაციამდე მივალთ ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო რაც მოგეხსენებათ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. რა თანხებიც ფიზიკურად უკვე ოჯახს აღარ აქვს.
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ და დაევეხმაროთ დავითს
მჯერა უფლის და თქვენი, ჩემო მეგობრებო, ერთსულოვნებით ყველაფერს შევძლებთ
ამ ეტაპისთვის მკურნალობის გასაგრძელებლად სჭირდება 15500$ ასევე ვურთავ ინვოისს.
გადააზიაროთ პოსტი.
აქვე მივუთითებ ჩემს საბანკო ანგარიშებს.
საქართველო
თიბისი
კრედო
# მიმღები ნოდარ ბარამიძე( ცოლის ძმა)
პ/ნ 01005023031
საქართველო
მიმღები (დედა) ეკატერინე ჭეშმარიტაშვილი
პ/ნ 01007015390“