ანჯელინა ჯოლიმ „ტორონტოს კინოფესტივალზე“ ახალი ფილმის, Couture-ის პრემიერაზე გაიბრწყინა. პრემიერის შემდეგ გამართულ Q&A სესიაზე მსახიობმა დედის, მარშელინ ბერტრანის მტკივნეული ისტორია გაიხსენა, ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
აღსანიშნავია, რომ 50 წლის ჯოლის გმირი ახალ ფილმში მკერდის კიბოს დიაგნოზს ებრძვის. ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელსაც მეგობარი კიბოს გამო დაეღუპა, ჯოლს ჰკითხა, რა რჩევას მისცემდა მათ, ვისი ახლობელიც ონკო პაციენტია.
„ერთ რამეს გავიხსენებ, როცა დედას კიბოს დიაგნოზს ებრძოდა, ერთმა ადამიანმა ვახშამზე ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა ის თავს. მან კი უპასუხა, ყველა მხოლოდ კიბოზე მეკითხება… როცა ვინმე ასეთ მდგომარეობაშია, ჰკითხეთ მათ ცხოვრების სხვა ნაწილზეც, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას“, – თქვა ანჯელინამ.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლის დედა 2007 წელს, 56 წლის ასაკში მკერდისა და საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლის თვალწარმტაცი გაბრწყინება წითელ ხალიჩაზე
