LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენი გუნდის წევრი გვეგონა და სხვა გზა აირჩია” – კალაძის თქმით, დღევანდელი დღე, რაღაც მნიშვნელოვნის დასაწყისია

258
BeFunky-collage

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა ქალაქის პარტიის გენერალურმა მდივანმა გახსნა. კახა კალაძემ თქვა, რომ დღევანდელი დღე, რაღაც ახლის დასაწყისია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშილის შემდეგ იმ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, რასაც პარტიის თავმჯდომარეობა ნიშნავს “ძალიან რთული” იქნება, თუმცა კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კობახიძეს ამის ძალა შესწევს.

“ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანი რამის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ. ჩვენ განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა და გარკვეული შეცდომებიც დავუშვით. გულდასაწყვეტია, ის რისი გაკეთებაც ვერ შევძელით, ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენი გუნდის წევრი გვეგონა და სხვა გზა აირჩია.

ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ყრილობა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი ესწრება. ყრილობის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. „ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას […]

მიუხედავად ამისა, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით მიენიჭა ნდობა. საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა”. – განცხადა კახი კალაძე.

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები