LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა…“ – რატომ მალავდნენ საზოგადოებისგან დიდი ხნის განმავლობაში მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი საკუთარ ურთიერთობას

1452
fe8b44ea-d651-4340-906f-c3b503656b42

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთ ურთიერთობას საზოგადოებისგან ოსტატურად მალავდნენ. ახლახან წყვილმა, რომელსაც მცირე ხნის წინ პირველი საერთო შვილი, კირა შეეძინა, „ზმნას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს და თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

მარიამ როინიშვილი: მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.

საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია; ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

ვახო კანდელაკი: – არიან წყვილები, რომლებიც ამას აფიშირებენ, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოაქვთ. არიან წყვილები, რომლებიც ცდილობენ, ეს თავისთვის შეინახონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს შვილები და არ გვინდოდა, საზოგადოებიდან რაღაც წნეხი ზედმეტად ეგრძნოთ. საზოგადოება, რაღაც მომენტებში, აგრესიულია და ვეცადეთ, ეს აგრესია ნაკლები ყოფილიყო ჩვენს მიმართ. სოციალურ ქსელებში უცხო ადამიანების კომენტარებს იშვიათად ვკითხულობ. მაგრამ ჩვენი ფოტოების ქვეშ რაც მინახავს, ძირითადად, სულ პოზიტიური კომენტარებია.

სრულ ინტერვიუს გაეცნობით აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g