LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „თუ ზურაბიშვილი ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ“

178
გურამ მაჭარაშვილი

„მოვლენები ძალიან ჩვეულებრივად განვითარდება, ჩვენ გვეყოლება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებაში ნდობა გაჩნდება იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს და არა უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე საუბრის დროს განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება“

„პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების მატარებელი და არა უცხო ქვეყნების. ამას უზრუნველყოფს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად, მოგვილოცავს ახალ წელს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, თუ ის ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს“- თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g