LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენეტაძე: კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება

73

ალბათ, გარკვეულ პერიოდში, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან, თუ რა ფენომენია ეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ფაქტია, რომ კრიპტოვალუტა გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, თუმცა ჯერჯერობით, ვერავინ დებს დასკვნას, რამდენად შეცვლის ის ფინანსური სისტემის ჩარჩოს.

„კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ვფიქრობ, ჩვენ რაც უნდა გაგვეკეთებინა და რაც გავაკეთეთ, არის ის, რაც ბევრმა ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა. აღვნიშნეთ ის რისკები, რაც დაკავშირებულია ზოგადად, კრიპტოვალუტებთან როგორც აქტივთან დაკავშირებით, რადგანაც მისი ფასი არის ძალიან მერყევი. ვინც არის ჩართული კრიპტოვალუტის შეძენით, მას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება საკმაოდ დიდი სიურპრიზები ჰქონდეს. თუ შევხედავთ ფასის მერყეობას, დასამალიც არ არის როგორი მაღალი მერყეობა ჰქონდა კრიპტოვალუტას განსაკუთრებით გასულ წელს და წლევანდელ წელსაც. ალბათ, გარკვეულ პერიოდში, აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს. ის, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ხდება, ბლოკჩეინის გამოყენება ნამდვილად კარგია და ის, რომ გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, ესეც ფაქტია, მაგრამ რამდენად შეცვლის მთლიანად ჩარჩოს და დამოკიდებულებას, ჯერჯერობით, დამერწმუნეთ ვერც ერთი დიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს გამოკვლევებთან და ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, ამაზე დასკვნას ვერ დებენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. 

“ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ანგარიში იყო და ბევრ ანალიზს და ინფორმაციას შეიცავდა. კითხვები ძირითადად ინფლაციასთან დაკავშირებით იყო. როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია 2017 წელს ერთჯერადი ფაქტორების გამო მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი იყო და ეროვნულმა ბანკმა იმ რეჟიმის შესაბამისად, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, მიიღო ზომები. კითხვები იყო ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიღეთ ის ზომები, რაც მივიღეთ. ჯერ კიდევ 2017 წელს იყო მიღებული ზომები და ამაზე კომუნიკაცია გვქონდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური სტაბილურობისთვის და ეს არის ევროდირექტოვებთან მისადაგებისთვის აუცილებელი ნაბიჯები. ამავე დროს ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ფინანსურ სტაბილურობაზე, ფინანსურ პოლიტიკაზე, ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის საქმე და პრეროგატივა”, – განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g