გვიან ღამით თელავში, სოფელ კისისხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალს მსუბუქი ავტომობილი სახლის წინ დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.