LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა Christie’s საიტი გატეხეს და ყველაზე მდიდარი კოლექციონერების მონაცემები მოიპარეს

116
290524nstCyberattack_1716919208

ჰაკერების ჯგუფმა RansomHub აუქციონის სახლის Christie’s საიტი გატეხა და ყველაზე მდიდარი კოლექციონერების ინფორმაცია მოიპარა. ამის შესახებ New York Times წერს.

მათი მიმართვა Christie’s კლიენტების სახელებით და დაბადების წლებით, ინტერნეტში 27 მაისს გავრცელდა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მუქარას რეალურად თვლიან. ბოროტმოქმედთა ხელში შესაძლოა ფინანსური მონაცემებიც აღმოჩენილიყო. ჰაკერებმა დროის ათვლა დაიწყეს და უახლოეს მომავალში აუქციონის სახლის ყველაზე მდიდარი მომხმარებლების მონაცემებს გაავრცელებენ.

ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად ისინი გამოსასყიდს ითხოვენ, თუმცა christie’s წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე უარი თქვეს. ამასთან, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებით აუქციონის სახლს უზარმაზარი ზარალი მიადგება ჯარიმის სახით და ასევე გაუფუჭდება რეპუტაციაც.

კომპანიამ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ პოლიციას უკვე მიმართა და დაზარალებულ კლიენტებთანაც იწყებს დაკავშირებას.

საინტერესოა, რომ კიბერთავდასხმის შესახებ Christie’s დიდი ხნის განმავლობაში დუმდა და მისმა მომხმარებლებმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები