LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადოლფ ჰიტლერის დღიური 36 000 დოლარად გაიყიდა

130
ქირიას NEWS შაბლონი

დღიური, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, კოლექციონერმა 36 ათას დოლარად შეიძინა. ამის შესახებ გამოცემა Need To Know წერს.

ნაცისტი დიქტატორის სავარაუდო დღიური, რომელიც 113 გვერდისგან შემდგარ ხელნაწერ ტექსტს შეიცავს, ასევე ჰიტლერთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები, 2008 წელს მწერალ ოლაფ ჰაუბოლდს შესთავაზეს. რელიქვიის ტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, გვხვდება მკვეთრი შეფასებები რაიხსკანცელარიის მიმართ, გერინგის კრიტიკა („გერინგი ისევ ღორივით ჭამდა“) და სიყვარულის აღიარება მსახიობ მარლენ დიტრიხის მისამართით, მისი გატაცების გეგმების ჩათვლით. ხელნაწერის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა მის ავთენტურობას ბევრი მკვლევარი ემხრობა.

დოკუმენტების მფლობელმა, ხანდაზმულმა მამაკაცმა, განაცხადა, რომ ისინი სახლის სხვენში იპოვა. ჰაუბოლდმა, რომელმაც დღიურის წარმომავლობაში ეჭვი შეიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ ქაღალდი ეპოქას შეესაბამება, კონსულტაციისთვის ისტორიკოსებს მიმართა. მაღალი ფასისა და იმის გამო რომ ავთენტურობაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, მწერალმა კოლექციის შეძენა თავად ვერ გაბედა. ამის ნაცვლად, მან შეძლებულ კოლექციონერს მიმართა და გარიგება შუამავლის როლში გააფორმა.

უსახელო კოლექციონერმა დღიური და სხვა დოკუმენტები დაახლოებით 36 ათას დოლარად შეიძინა. მოგვიანებით, მყიდველის ნებართვით, ჰაუბოლდმა ეს მასალები გამოიყენა თავისი წიგნისთვის „კოლექცია – ჰიტლერის საიდუმლო ჩანაწერები“. წიგნი 2025 წელს გამოიცა. თავად კოლექციონერი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ჰიტლერის სავარაუდო დღიური ახლა მის მემკვიდრეებს ეკუთვნით.

არტეფაქტი ღია აუქციონზე არ გაყიდულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g