LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰოლივუდელი ქალებით ყელამდე ვარ“ – ბენ აფლეკს სურს, რომ ახალი ცოლი მას ჯენიფერ გარნერმა შეურჩიოს

102
page

ბენ აფლეკი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ორწლიანი ქორწინების შემდეგ ჯენიფერ ლოპეს გაშორდა, მზადაა ახალი ურთიერთობისთვის და სურს, რომ ამჯერად ცოლი მისმა ექს-მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა აურჩიოს. ამის შესახებ გამოცემა RadarOnline წერს.

„ბენი უკვე მზადაა ახალი რომანისთვის, ის ამბობს, რომ ყელამდეა ჰოლივუდელი ქალებისგან და სურს, ახალი პარტნიორი ჯენიფერ გარნერმა შეურჩიოს. ის ფიქრობს, რომ გარნერს შესანიშნავი ალღო აქვს და კარგად ერკვევა ადამიანებში, შესაბამისად მისთვის შესაფერის ქალს კარგად აარჩევს“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ გარნერს  ლოპესთან აღარანაირი კონტაქტი აღარ სურს.

„ჯენიფერ გარნერს სურს, რომ მის ოჯახს ჯენიფერ ლოპესთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს. ის ბენისა და ჯეი ლოს გართულებული ურთიერთობის მოგვარებას არაერთხელ ეცადა, თუმცა ამაოდ, ახლა კი თავი მათ მიერ გამოყენებულად იგრძნო, ამიტომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება“, – წერს ინსაიდერი.

ჩურჩული, ფლირტი და ბედნიერი სახეები – ბენ აფლეკმა „მადლიერების დღე“ ექს-მეუღლესთან ერთად გაატარა – უახლესი ფოტოები

ჯენიფერ გარნერს ჯენიფერ ლოპესთან კონტაქტი აღარ სურს და არც ის უნდა, რომ მისი შვილები მასთან ურთიერთობდნენ – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები