LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგის პოპულარული ღირსშესანიშნაობა – მცურავი რესტორანი წყალში ჩაიძირა

83
Capture

ტურისტების საყვარელი რესტორანი Jumbo, რომელიც ვიზიტორებს აგერ უკვე 50 წელია რაც მასპინძლობს, წყალში ჩაიძირა. დაწესებულება მთელი ეს წლები ჰონგ-კონგის ნავსადგურთან ტივტივებდა, ცოტა ხნის წინ კი მისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტეს რა დროსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაიყვანეს. კონსტრუქციამ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო, გადატრიალდა და ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

აღსანიშნავია, რომ რესტორანს მართლაც საინტერესო წარსული ჰქონდა. ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტ ადამიანს მასპინძლობდა და სტუმრებს შორის ისეთი ადამიანებიც იყვნენ, როგორიცაა – ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი ან ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II.
გარდა ამისა, მოცურავე რესტორანი რამდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, მაგალითად ბონდიანაში. შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ეს ბიზნესიც, ისევე როგორც ბევრი სხვა გააჩერა და დიდი ზარალიც მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები