LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცინის, ცხოვრება გრძელდება“ – სანდრა ბულოკის უახლესი ფოტოები მეუღლის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ

262
page

როგორც ცნობილია, სანდრა ბულოკის მეუღლე, ბრაიან რენდელი სამი თვის წინ გარდაიცვალა. ტრაგიკული მოვლენის  შემდეგ, ოსკაროსანი მსახიობი პაპარაცებმა პირველად გასულ კვირას გადაიღეს. ის ლოს-ანჯელესში 11 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა.

„მთელი ტრაგიზმი სახეზე ეტყობა“ – 57 წლის სანდრა ბულოკი, საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ, პირველად გამოჩნდა

ამჯერად 59 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში მდებარე სპა-ცენტრიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. სანდრას შემდეგი გაჩერება სილამაზის სალონი იყო. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იყო. ქუჩაში აუჩქარებლად სიარულის დროს ის პაპარაცებს უცინოდა და არც ბრწყინვალე განწყობას უჩიოდა.

„ის იცინის, ცხოვრება გრძელდება“, „შესანიშნავად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.

„სანდრა საყვარელ მამაკაცს გარდაცვალებამდე უვლიდა და მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გვერდიდან არ შორდებოდა“ – ემოციური დეტალები სანდრა ბულოკის ტრაგედიის შესახებ

ცნობისთვის, ბრაინი სამი წლის განმავლობაში „ამიოტროფულ სკლეროზს“ ებრძოდა. სანდრა საყვარელ მამაკაცს გარდაცვალებამდე უვლიდა და მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გვერდიდან არ შორდებოდა.

სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი, ბრაიან რენდელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები