LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

299
მაჭარა და სალომე

„საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

როგორც მანვე აღნიშნა, არ ჰგონია, რომ „სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ იყო, როდესაც საკუთარ საზოგადოებას ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა“.

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

დეპუტატის თქმით, ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი. კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის არ არის დაწერილი, ის ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა.. ქვეყანას არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი მართავს“ - გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე

„ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია - თავისი ბოღმა დაიკმაყოფილა, თავისი ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი, ასევე რუსეთს კვლავ დაუმტკიცა ერთგულება და ზურაბიშვილს პოლიტიკური საგარეო საქმიანობა შეუზღუდა“

სამი დღის განმავლობაში ყველა მოქალაქემ კარგად გაიაზრა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე მის აღიარებით ჩვენებებშიც კი გამოჩნდა.

დღევანდელი რეალობა არის, ერთის მხრივ, სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, დაარღვია, განუდგა საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია.

„პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის მის მიერ დანიშნული მოსამართლეცაა.. იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.. „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს“ – ვახუშტი მენაბდე

ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არის ცნობილი კონსტიტუციის დამრღვევად.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს პოლიტიკური ნაწილია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე – ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გადადგეს, ან ატაროს ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარც ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელმაც ფიცი დაადებინა ინაუგურაციაზე და ეს ტვირთი ზიდოს კიდევ მინიმუმ ერთი წელი.

ამ რეალობის წინაშე თვითონ ჩაიყენა თავი და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოს. მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, ვურჩევდი, რომ ცუდსა და უარესს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა.

„პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არ აქვთ საკმარისი ხმები, მორჩა კინო“ – ნინო ლომჯარია

ცუდია, რომ პრეზიდენტი გადადგება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. უარესი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ დაუჯეროს და ამის შემდეგაც ზიდოს ის ტვირთი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.

ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება.

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დაარღვიოს.

არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას.

რეალობა სულ სხვაა, როდესაც შენ პრეცენდენტულად ხარ საქართველოში ის პრეზიდენტი, რომელზეც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაარღვია კონსტიტუცია, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაქვს, ასეთი ტვირთის მატარებელი პრეზიდენტი შესაშური ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს უცხოეთში.

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გამოყენებულია „ევრონიუსისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
magti 5g