LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცით, სამი წლის წინანდელი წელიწადი და მერე ორი თვე თითქმის გაუქმებული ვიყავი.. მაშინდელი „მე“ ცოტამ იცის. არც რუსუდან გოცირიძემ იცოდა, მაგრამ დამხატა“ – გიორგი კეკელიძე

120
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მისი ცხოვრების სამი წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მაშინდელი გიორგი კეკელიძე ცოტამ იცის“.

იმ პერიოდის გიორგი თვითნასწავლმა მხატვარმა, რუსუდან გოცირიძემ დახატა.

მწერალი ნაჩუქარ ნახატს აქვეყნებს და წერს:

„იცით, სამი წლის წინანდელი წელიწადი და მერე ორი თვე თითქმის გაუქმებული ვიყავი, რადგან ჯოჯოხეთური ტანჯვა ძნელად მაძლევდა რამე ჩვეულის კეთების საშუალებას – მხოლოდ მოვალეობას ვასრულებდი საზარელი ძალდატანებით და ისიც კამერებს მიღმა. ამიტომ მაშინდელი „მე“ ცოტამ იცის. არც რუსუდან გოცირიძემ იცოდა, მაგრამ დამხატა თურმე, როგორც წარმომიდგინა. ვიცოდი ეს ნახატი, თუმცა ,,ცოცხლად” გუშინ დამიტოვა. მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძე მალე პირველი შვილის მამა გახდება.

„დღეს ჩემი დაბადების დღეა, მალე ჩვენი შვილის იქნება…“ – გიორგი კეკელიძე იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g