LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იძებნება ადამიანი, რომლის ვიზუალსაც რობოტის შესაქმნელად გამოიყენებენ – ანაზღაურება 200 ათასი დოლარია

74
promobot-robot

ტექნოლოგიური კომპანია Rromobot მუშაობს ახალ რობოტზე, რომელიც ადამიანის სახეს მიიღებს და მისი მსგავსი ხმა ექნება. პროექტის ავტორებს შეეძლოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შეთავაზებული სახე გამოეყენებინათ, თუმცა ამის ნაცვლად რეალური ადამიანის შექმნა ამჯობინეს.

ის ადამიანი ვინც მზად იქნება, რომ კომპანიას საკუთარ სახეზე უფლებები გადასცეს – 200 ათას დოლარს მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა რასის, სქესის, 25 წელს გადაცილებულ ადამიანს შეუძლია. ერთადერთი პირობაა – კეთილი და მეგობრული ვიზუალი.

ჰუმანოიდი რობოტი სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში 2023 წლიდან უნდა გამოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის მსგავსი რობოტის შესაქმნელად კომპანია თავიდან არნოლდ შვარცნეგერის სახეს განიხილავდა, თუმცა მისგან სასტიკი უარი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები