LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

ilia meore

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით, აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოსა და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა,“ – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი,  დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g