LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ პოლიციას მიმართა – ჯორჯინა უზკატეგუი ამტკიცებს, რომ მუქარისა და კიბერბულინგის მსხვერპლია

851
2025-12-24_23-23-55_794920

რამდენიმე დღის წინ UFC-ის ორგზის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ ის შანტაჟისა და გამოძალვის მსხვერპლია.

ამჯერად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ინფლუ­ენ­სე­რი ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლია, რო­მელ­მაც, რო­გორც ირ­კვე­ვა, დახ­მა­რე­ბის­თვის ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

რო­გორც ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ABC იუ­წყე­ბა, 22 დე­კემ­ბერს ჯორ­ჯი­ნა მად­რი­დის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცხად­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გახ­და მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­ბუ­ლინ­გი­სა და მუ­ქა­რის მსხვერ­პლი.

ინფლუ­ენ­სერ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს წა­რუდ­გი­ნა უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა – შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ აგ­რე­სი­ა­სა და მუ­ქა­რას შე­ი­ცავ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­დას­ხმე­ბი მას შემ­დეგ გამ­ძაფ­რდა, რაც ჯორ­ჯი­ნამ თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

„მტკიცებულებები წარდგენილია შესაბამის სასამართლო ორგანოებში…“ – ილია თოფურიამ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია

„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

„ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“ – რა კადრებს ავრცელებს და რას წერს ილია თოფურია რჩეულთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა – „წყვილის ახლობელი წყარო“ მედიასთან საუბრობს

ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g