LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,იმ საღამოს მე არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი” – ჯასტინ ტიმბერლეიკის პირველი კომენტარი სავარაუდო ღალატზე (ფოტო)

225
60be3100-1685-11ea-815c-9192cd0e7cb2-800-420

გასულ კვირას  38 წლის ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მისი 30 წლის კოლეგის, ალიშა ვეინტრაჰტის ფოტოები გასაჯაროვდა, სადაც ისინი ხელიხელჩაკიდებულები სხედან. სწორედ ეს ფოტო გახდა საბაბი იმისა, რომ საზოგადოება ჯასტინის ღალატზე ალაპარაკებულიყო.

პაპარაცებმა ჯასტინ ტიმბერლეიკი ალიშა ვეინრაჰტთან ხელჩაკიდებული დააფიქსირეს (ფოტო/ვიდეო)

კადრები ახალ ორლეანში იქნა გადაღებული, სადაც ფილმის Palmer გადაღბები მიმდინარეობს, ფილმში მთავარ როლებს, სწორედ ჯასტინი და ალიშა ასრულებენ

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ჯასტინმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გააკეთა:

„მე ჭორებისგან მუდამ შორს ვიჭერ თავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს აზარალებს და გულს ტკენს. მე ძალიან შევცდი, ჩემსა და ჩემს კოლეგა ალიშა ვეინტრაჰტს შორის არაფერი ხდება, იმ საღამოს მე არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, ეს არ არის ის მაგალითი, რაც ჩემს შვილს მინდა მივცე. მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ჩემს არაჩვეულებრივ მეუღლეს შექმნილი სიტუაციის გამო და კონცენტრირებული ვარ იმასზე, რომ საუკეთესო ქმარი და მამა ვიყო.“– აცხადებს მსახიობი

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯესიკა ბილს, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთბია.

ჯასტინ ტიმბერლეიკის ღალატის შემდეგ ჯესიკა ბელს კვლავ ქორწინების ბეჭედი უკეთია (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკი ალისა ვენრაჰტთან ერთად ხელჩაკიდებული გადაიღეს

შეგახსენებთ, ჯასტინ ტმბერლეიკი და მისი მეუღლე ჯესიკა ბილი ერთად 7 წელი არიან, ისინი 4 წლის ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები