ჩინეთში მამამ შვილს აუარებელი ქონება აჩუქა, რათა ღირსეული საცოლის მოხიბვლაში დახმარებოდა. უჩვეულო ისტორია გამოცემა Insider-მა გამოაქვეყნა.
სასოწარკვეთილი მამა კვირა დღეს პარკში წავიდა, რათა შვილს ცოლის მოძებნაში დახმარებოდა. ჩინელს ხელში ეკავა საბუთები, რომელიც ადასტურებდა რომ მისი 24 წლის ვაჟი 20 უძრავი ქონების მფლობელი იყო. მზრუნველ მშობელს იმედი ჰქონდა, რომ ასეთი მზითვით სასურველი რძლის მოძებნას შეძლებდა.
„მამა თავის მოწონებას არ ცდილობს. მას უბრალოდ თავისი სერიოზული განზრახვის ჩვენება და შესაფერისი სტატუსის რძლის პოვნა სურს. მის ვაჟს ბევრი კარგი თვისება და სტაბილური სამსახური აქვს“ – განაცხადა მაჭანკალმა, რომელიც კაცს რძლის ძებნაში ეხმარება.
სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის სოციოლოგმა მუ ჩჟენმა მამაკაცის საქციელის ახსნა სცადა. ჩინეთში მიიჩნევა, რომ ახალგაზრდები 30 წლამდე უნდა დაქორწინდნენ, ამიტომ შვილების ბედით აღელვებული მშობლები მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.