LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ ზაფხულს საუკეთესო ფორმაში შეხვდეთ – 13 რჩევა სპეციალისტისგან

67
IMG_3843

არაფერია ცუდი იმაში, რომ ზაფხულისთვის იდეალური სხეულის შექმნა დაისახოთ მიზნად და გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საცურაო კოსტუმში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ. თბილი ამინდის დამსახურებით გარეთ ვარჯიშიც უფრო სასიამოვნოა.

იმისათვის, რომ თავს ძალიან ჯანსაღად გრძნობდეთ და საუკეთესო საზაფხულო სხეულიც მიიღოთ – ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ.

1. შეადგინე ვარჯიშის გეგმა, სადაც ყველა დეტალი იქნება გათვლილი.
2. პრიორიტეტი მიანიჭე ჯანსაღ საუზმეს.
3. გაიწელე უფრო მეტი, რათა კუნთებს ფორმირებაში დაეხმარო.
4. მიიღე ჯანსაღი წვენები, რომელთა დამზადებაც თავად, სახლში შეგიძლია.
5. გამონახე დრო იოგისთვის.
6. მიირთვი სახლში მომზადებული საჭმელი, რესტორნები თუ კაფე-ბარები წონის კლებას ძალიან გაგირთულებს.
7. მიირთვი ყავა ვარჯიშამდე.
8. ივარჯიშე მეგობრებთან ერთად და აქციე ჯანსაღი ჩვევები ტრადიციად.
9. მიირთვი ჩაი.
10. განაახლე მუსიკალური ალბომი.
11. თუკი ცეკვა გიყვარს, იცეკვე მეტი და კარდიო ვარჯიშები ცეკვით ჩაანაცვლე.
12. გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად გამოიძინო.
13. მიიღე საკმარისი რაოდენობის წყალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები