კრიშტიანო რონალდოს საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი, ვენეციის აეროპორტში შენიშნეს, სადაც მან კიდევ ერთხელ გამოფინა თავისი გიგანტური, 3 მილიონი დოლარის ღირებულების, 30-კარატიანი ნიშნობის ბეჭედი.
31 წლის ლამაზმანი თავისი სამკაულების დემონსტრირებას არც „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე ერიდებოდა. რაც შეეხება მის „ლუქს“, აეროპორტში ის სადა ყოველდღიურ სტილის სამოსში იყო გამოწყობილი. მის ქმედებებს ინტერნეტსივრცეში მწვავე შეფასებები მოჰყვა.
„დაგვღალე ჯორჯიანა!“, „პირველად ვხედავ ასე ქალს ნიშნობის ბეჭედი უხაროდეს“,„ინტელექტს მილიონებით ვერ იყიდი“,„ის მუდამ კონსულტანტ გოგონად დარჩება!“
ცნობისთვის, ფეხბურთელმა საყვარელ ქალს Porsche Taycan-ის ელექტრომობილი (106 ათასი დოლარი), Audemars Piguet-ის საათი (72 ათასი დოლარი), Patek Philippe-ის საათი (57 ათასი დოლარი), ასევე Christian Dior-ისა და Louis Vuitton-ის ჩანთები (ჯამში 9 ათას დოლარზე მეტი) და 24 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ბრენდული ტანსაცმელი აჩუქა.
ფოტო: „ქალი ასე უნდა დააფასო და გააღმერთო!“ – ერთად ჩავიხედოთ ჯორჯიანა როდრიგესის უძირო ზარდახშაში






