LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

268
ირაკლი კირცხალია

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის.

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი

„მთელმა ქვეყანამ განუყოფლად, ერთიანად, თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ სულიერი მამა, რომლის ლოცვის ძალა და მადლი ფარავდა სრულიად საქართველოს, ამიერიდან სამუდამო სასუფევლიდან დაიცავს საკუთარ სამშობლოს.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ.

გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს, თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება”, – წერს ირაკლი კირცხალია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო

„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g