LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – IQ-ზე იყო შეკითხვა და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს – ეს არის ჩემი პასუხი

160
ირაკლი კობახიძე

IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით სჯობნის და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის IQ-ს.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მიხეილ ყაველაშვილს ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია.

ირაკლი კობახიძე: „ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака და თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ძაღლს ერქმევა Dog – გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი!“

„რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მას არ გაუკეთებია, ხაზგასმით ვამბობ, არცერთი ანტიდასავლური განცხადება. ისევე, როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას, მას არასდროს, არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურების უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ შეიძლება ეს ვიღაცამ მოიხსენიოს, როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია. კრიტიკა არის კრიტიკა, როდესაც მითუმეტეს უსამართლობას აკრიტიკებ ეს არ არის ანტიგანცხადება. ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, თუ ვინმეს უყვარს ამ ქვეყანაში საკუთარი სამშობლო, ეს არის ერთ-ერთი პირველი სწორედ მიხეილ ყაველაშვილი.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად – შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას“

IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით სჯობნის და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. ეს არის ჩემი პასუხი. მისი წარსული საქმიანობიდან შემიძლია თამამად გითხრათ ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილს, მაგალითად, რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი, იტყოდა იმას, რომ 20-25% აქვს „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმუმ, 10% შეიძლება გააყალბოს. ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, ის არ გაყიდდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას. IQ რომ არ ჰქონდა, იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g