LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის გულგატეხილია, ეგონა, რომ ჰარისთან ერთად ყველაფერს გადალახავდა“ – ინსაიდერი უაილდი-სტაილსის განშორების დეტალებს ახმაურებს

83
Untitledkj

ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტებია.

„აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ჰარიმ ოლივია, როგორც ცხელი კარტოფილი ისე მოიშორა“ – ოლივია უაილდის ბავშვების ძიძა მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ინსაიდერმა გამოცემა Page Six-ს განუცხადა, რომ მათი განშორების გადაწყვეტილება ორმხრივად გახლდათ მიღებული.

„ჰარის ოლივია არ მიუტოვებია, ისევე, როგორც ოლივიას არ მიუტოვებია ჰარი, განშორების გადაწყვეტილება ორმხრივი იყო. ოლივია გულგატეხილია, ეგონა, რომ ის და ჰარი ყველანაირ პრობლემას გაართმევდნენ თავს. მაგრამ ეს იმ პირობებში შეუძლებელია, ჰარი მთელ კონტინენტზე მოგზაურობს, ოლივიასაც უამრავი საქმე აქვს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ორ წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები