LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც ფრენის წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ – სპეციალისტები ტურისტებს აფრთხილებენ

153
Capture

თვითმფრინავით ფრენის წინ ალკოჰოლის მიღების ჩვევა – კარგი განწყობისთვის, შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყოს. ამის შესახებ ტურისტებს მკვლევრები აფრთხილებენ.

საქმე ისაა, რომ თვითმფრინავში დაძინების წინ სპირტიანი სასმლის მიღება გულზე დატვირთვას ზრდის, რაც პულსის მატებას და სისხლში ჟანგბადის შემცირებას უკავშირდება. ეს კი ძალიან საშიშია როგორც ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის.

რაც უფრო მეტია მიღებული ალკოჰოლის ოდენობა, ბუნებრივია, საშიში ეფექტიც მეტი იქნება.

„გულის ან ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებს ვურჩევდი, რომ ფრენამდე ან ფრენის დროს ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ,“ – აღნიშნა გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის ექიმმა ევა მარია ელემენჰორსტმა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეობას 18-დან 40 წლამდე ასაკის 48 ადამიანი იღებდა.
მეცნიერები აპირებენ, რომ ავიაკომპანიებს ბორტზე ალკოჰოლის აკრძალვის თხოვნითაც მიმართონ, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც და განსაკუთრებით ხანგრძლივ ფრენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები